Belive

გოლდენ სტეიტი საკრამენტოსთან ბოლო წამებზე დამარცხდა

5 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა, დაძაბული გამოვიდა "გოლდენ სტეიტ უორიორსისა" და "საკრამენტო კინგსის" მატჩი, რომელიც საკრამენტოელებმა 1 ქულის სხვაობით (124-123) მოიგეს.
დიდ შესვენებამდე გოლდენ სტეიტი 17 ქულით იგებდნენ და თითქოს მოგება ხელიდან არ უნდა გაეშვათ, თუმცა საკრამენტომ თამაში დაატრიალა და შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე გამარჯვების ქულებიც მოიპოვა.

საკრამენტო თავის ბოლო შეტევაში 1 ქულით აგებდა, სროლა საკუთარ თავზე მალიკ მონკიმ აიღო და საშუალოდან გუნდს 2 ქულა მოუტანა, გოლდენ სტეიტს კი შეტევისთვის 7 წამი დაუტოვა და სტეფ კარის პერიმეტრიდან "გადაგდებული" ბურთი კალათში არ ჩავარდა.

გოლდენ სტეიტიდან საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 29 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. საკრამენტოელებს ენდრიუ ვიგინსმა ულიდერა ორმაგი დუბლით (29 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი). შედეგიანი მატჩი ჰქონდა დე'აარონ ფოქსსაც, რომელმაც 29 ქულას, 9 მოხსნასა და 7 პასს მოუყარა თავი.

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილზე იმყოფება (8 მოგება და 10 მარცხი), ოქროს შტატელები მომდევნო შეხვედრას ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ გამართავენ.

მონკის გამარჯვების მომტანი ტყორცნა:

სხვა სტატიები