Belive

გოგა ბითაძის მომავალი შესაძლოა საინტერესოდ განვითარდეს

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

We Talk Hoops-ის ინფორმაციით NBA-ს 4 კლუბი "იუტა ჯაზი", "ნიუ იორკ ნიქსი", "პეისერსი" და "ლეიკერსი" კალათბურთელების გაცვლას აპირებენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაცვლაში 10 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და მათ შორის გოგა ბითაძეც იქნება.

წყაროს თანახმად, მაილს ტერნერთან ერთად ქართველი კალათბურთელი "ლეიკერსში" გადავა. "პეისერსს" კი რასელ ვესტბრუკს და ტეილენ ჰორტონ-ტაკერს შორის არჩევანის უფლება ექნება. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ 2025 წლის დრაფტის პირველი რაუნდიდან ერთი მოთამაშე აირჩიონ. ბუნებრიავია, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალური არაა, მაგრამ თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც We Talk Hoops იტყობინება გოგას კარიერა საინტერესოდ გაგრძელდება. მას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელთან და სპორტსმენთან ლებრონ ჯეიმსთან თამაშის შესაძლებლობა ექნება. მაგრამ, თუ მასთან ერთად ლოს-ანჯელესურ კლუბში მაილს ტერნერიც გადავა, ქართველის სათამაშო დრო საგრძნობლად დაიკლებს. დიდი ალბათობით, ქართველ ცენტრს ლებრონ ჯეიმსთან, ენტონი დევისთან, კარმელო ენტონისთან, დუაიტ ჰოვარდთან და დეანდრე ჯორდანთან კონკურენციაში შესვლა გაუჭირდება. გოგას, ხელშეკრულების გათვალისწინებით, ეს სეზონი მისთვის "პეისერში" ბოლო იქნება, რომლის განმავლობაში კარიერის მანძილზე ყველაზე მაღალ ხელფასს 4 765 339 დოლარს მიიღებს.

სხვა სტატიები