ალენ აივერსონმა ყველა დროის საუკეთესო ხუთეული დაასახელა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა კალათბურთელმა, ალენ აივერსონმა, შაკილ ო'ნილის პოდკასტში ყველა დროის საუკეთესო ხუთეული დაასახელა, რომელშიც საკუთარი თავი არ შეიყვანა:
,,ყველა დროის საუკეთესო ხუთეული? სტეფ კარი, კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი, შაკილ ო'ნილი.
ვის ნაცვლად შევიყვანდი საკუთარ თავს? შაკის (იცინის)...'' - ალენ აივერსონი
ალენ აივერსონი კარიერის განმავლობაში ,,ფილადელფია სიქსერში'', ,,დენვერ ნაგეთსში'', ,,დეტროიტ პისტონსში'', ,,მემფის გრიზლისსა'' და ,,ბეშიქთაშში'' თამაშობდა.
გამთამაშებელი, რომელსაც 11 All Star-ში უთამაშია, 2001 წელს NBA-ის რეგულარული სეზონის MVP გახდა.