Belive

კევინ დურანტმა NBA-ში ჩაგდებული ქულების რაოდენობით შაკილ ო'ნილს გადაუსწრო

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ფინიქს სანსმა'' ,,ფილადელფია სიქსერსს'' უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:102 დაამარცხა.

,,სანსის'' სუპერვარსკვლავმა, კევინ დურანტმა, 22 ქულას, 8 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 3 დაფარებას მოუყარა თავი.

35 წლის ფორვარდს კარიერაში 28 610 ქულა დაუგროვდა, რითაც შაკილ ო'ნილს გადაუსწრო (ამისთვის კევინს დღეს 8 ქულა სჭირდებოდა) და ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

,,კევინ, გილოცავ! დამსახურებული მიღწევაა,,, დარწმუნებული ვარ, აქ არ გაჩერდები! ვნახოთ, შეძლებ თუ არა პირველ ადგილზე გადასვლას. შენი წარმატება ძალიან მიხარია, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა... ჩემთვის თუ ვინმეს უნდა გადაესწრო, ეს შენ უნდა ყოფილიყავი!'' - ასე მიულოცა შაკიმ დურანტს მექულეთა შორის დაწინაურება.

ახლა NBA-ის ისტორიაში დურანტზე მეტი ქულა მხოლოდ 7 მოთამაშეს აქვს ჩაგდებული:

  1. ლებრონ ჯეიმსი - 40 179

  2. ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 38 387

  3. კარლ მელოუნი - 36 928

  4. კობი ბრაიანტი - 33 643

  5. მაიკლ ჯორდანი - 32 292

  6. დირკ ნოვიცკი - 31 560

  7. უილტ ჩემბერლენი - 31 419

  8. კევინ დურანტი - 28 610

  9. შაკილ ო'ნილი - 28 596

  10. კარმელო ენტონი - 28 289

სხვა სტატიები