Belive

გოგა ბითაძე NBA-ში ზედიზედ მე-3 თამაშს გამოტოვებს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ხვალ, გამთენიისას, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" NBA-ის რეგულარულ სეზონში მორიგ შეხვედრას გამართავს. ნეით მაკმილანის გაწვრთნილი გუნდი  "ოკლაჰომას" უმასპინძლებს. NBA-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ცენტრი ზედიზედ მე-3 თამაშს გამოტოვებს. გოგამ 7 ნოემბერს "ვაშინგტონთან" შეხვედრაში ტვინის შერყევა მიიღო და მას შემდეგ პარკეტზე არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, ბითაძეს ასოციაციის მიერ ჩასატარებელი სავალდებულო გამოკვლევა არ გაუვლია. 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად არჩეული ქართველი კალათბურთელი NBA-ში შესანიშნავად გამოიყურება. გოგამ 4 თამაშში საშუალოდ 9.5 ქულა, 7.0 მოხსნა, 2.0 პასი და 3.0 ბლოკ-შოტი მიითვალა.

სხვა სტატიები