Belive

ორლანდომ ფილადელფიასთან წააგო - ბითაძემ 9 წუთამდე ითამაშა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ფილადელფია სიქსერსს'' უმასპინძლა და 20-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:112 დამარცხდა.

მატჩში 9 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 2 ქულა, 4 დაფარება (ყველაზე მეტი მატჩში) და 1 მოხსნა მოაგროვა.

,,მეჯიქის'' ძირითადი ხუთეულის ცენტრმა, ვენდელ კარტერმა, პარკეტზე გატარებულ 22 წუთში 4 ქულას, 4 მოხსნას, 2 დაფარებასა და 1 პასს მოუყარა თავი. მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო 24 ქულით, 5 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით ფრანც ვაგნერი იყო.

,,ფილადელფიას'' 23 ქულით, 6 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით ტაირის მაქსიმ ულიდერა.

,,ორლანდო'' 18 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 30 დეკემბერს, ,,ნიუ იორკ ნიქსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები