Belive

"ჩემს თავზე მეტი უნდა ვიმუშავო, რადგან წინსვლა შევძლო" - გოგა ბითაძე

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 118:106 დაამარცხა. მატჩში მცირე დრო მიეცა (8:41 წუთი) გოგა ბითაძეს და ქართველმა კალათბურთელმა ქულის აღება ვერ მოახერხა, საშუალო დისტანციიდან მან 2-ჯერ ისროლა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა, გოგას მატჩში 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

მატჩამდე ქართველმა კალათბურთელმა მედიასთან ისაუბრა და თავის სათამაშო ფორმაზე გაამახვილა ყურადღება:

ძალიან რთულია იყო თანმიმდევრული ისეთ სიტუაციაში, როდესაც არასტაბილური სათამაშო დრო გეძლევა. არ იცი სათამაშოდ როდის გახვალ და რამდენ წუთს ითამაშებ, ამ ყველაფრის ფონზე კი კონცენტრაცია უნდა მოვახდინო, იმაზე რისი კონტროლიც შემიძლია.

ჩემ თავზე მეტი უნდა ვიმუშავო, რადგან წინსვლა შევძლო. მეტი უნდა მოვხსნა, რადგან თანაგუნდელებს კარგი შესატევი პოზიციები შევუქმნა. - გოგა ბითაძე

სხვა სტატიები