Belive

გოგა ბითაძის 9 ქულა და ზედიზედ მესამე გამარჯვება

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ არენაზე "შარლოტ ჰორნეტსი" მიიღო და მეტოქე 25-ქულიანი სხვაობით, 114:89 დაამარცხა. მეჯიქის ძირითად ხუთეულში დაიწყო ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ, რომელიც ვენდელ კარტერის ტრავმის გამო გაცილებით მეტ სათამაშო დროს იღებს.

გოგამ პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროში 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჰქონდა. ბითაძემ საშუალო დისტანციიდან 5-დან 3-ჯერ ჩააგდო, საჯარიმო ხაზზე 4-ჯერ დადგა და 3-ჯერ ზუსტად ისროლა, 3-ქულიანი კი არ უსვრია. ქართველმა ერთხელ დაკარგა ბურთი.

ორლანდოელთა შემადგენლობაში საუკეთესოები ძმები ვაგნერები იყვნენ, ფრანცმა 32, ხოლო მორიცმა გუნდს 18 ქულა მოუტანა.

12 შეხვედრის შემდეგ, ორლანდოს 6 მოგება და 6 მარცხი აქვს, მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე პოზიციაზეა და 2 დღეში "ინდიანა პეისერსთან" 3-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება.

სხვა სტატიები