ბითაძემ ჰიუსტონს 19 ქულა ჩაუგდო | ორლანდო როკეტსთან დამარცხდა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
,,ორლანდო მეჯიქმა” საკუთარ არენაზე ზედიზედ მე-6 მატჩი დათმო. ფლორიდელებმა ამჯერად ,,ჰიუსტონ როკეტსს” უმასპინძლეს და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 108:116 დამარცხდნენ.
მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო გოგა ბითაძე, რომელმაც 23 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
გოგამ 10-დან 8 ორქულიანისა და 6-დან 3 საჯარიმოს ჩაგდება შეძლო.
,,მეჯიქს” 31 ქულით, 6 მოხსნით, 5 პასითა და 1 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა.
,,ორლანდო”, რომელიც 32 მოგებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს შაბათს, 22 მარტს, ,,ვაშინგტონ უიზარდსის” წინააღმდეგ გამართავს.