გოგა ბითაძის 8 ქულა და გამარჯვება ბოსტონთან
19 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის კიდევ ერთ შეხვედრაში, "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ არენაზე "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და მეტოქე 108:104 დაამარცხა. ზედიზედ 3 წაგებული თამაშის შემდეგ, ორლანდომ ჯერ "მაიამი" დაამარცხა, ახლა კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდს სძლია.
ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ, პარკეტზე 21 წუთი გაატარა და ამ დროში ბოსტონს 8 ქულა ჩაუგდო, გოგას 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ბითაძემ 7-დან 4 2-ქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა და 3-იანის სროლაც არ უცდია.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი იყო, მან ორლანდოს 35 ქულა ჩაუგდო და 9-ჯერ მოუხსნა ბურთი (ბრაუნსა და გოგას ჰქონდათ ყველაზე მეტი მოხსნა). ამ მომენტისთვის, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილზეა.