ბითაძის 5 ქულა | ორლანდომ იუტას ბოლო წამზე მოუგო
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში იუტა ჯაზმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და 127:128 დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო 118:118 დასრულდა, ოვერტაიმში კი სტუმრებმა ერთი ქულის სხვაობით, ბოლო წამზე ჩაგდებული ორქულიანით მოიგეს.
ორლანდოს ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ პარკეტზე 15 წუთზე მეტი გაატარა და საკუთარ გუნდს 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა. გოგამ საშუალო დისტანციიდან 100%-იანი შედეგი დააფიქსირა, საჯარიმო ხაზიდან კი 2-დან 1 ბურთი გააფუჭა.
შეხვედრის გადარჩენა და მოგება დესმონდ ბეინმა შეძლო (მან ჩააგდო ბოლო წამს ორქულიანი) - ასევე მან დააგროვა ყველაზე მეტი ქულაც (32 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი).
28 ჩატარებულ მატჩში, ორლანდოს 16 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზეა. მეჯიქი შემდეგ შეხვედრას სტუმრად, გოლდენ სტეიტთან ჩაატარებს.