გოგა ბითაძის 3 ქულა ჩიკაგოსთან და ზედიზედ მეორე მარცხი
NBA-ის რეგულარული სეზონის მესამე მატჩში, ორლანდო მეჯიქმა ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა და 98:110 დამარცხდა.
ორლანდოს ძირითად ხუთეულში ამერიკელი ცენტრი, ვენდელ კარტერი იდგა - მან 31 წუთი ითამაშა, გოგა ბითაძემ კი, რომელიც კარტერს ცვლის, პარკეტზე 17 წუთი გაატარა.
გოგამ მხოლოდ ერთხელ შეუტია თამაშიდან და 2-ქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი 2-დან ერთი ტყორცნა გამოიყენა. საერთო ჯამში, ქართველს, 3 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. მისმა უშუალო კონკურენტმა მხოლოდ 8 ქულა დააგროვა, თანაც ისე, რომ 7-დან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო, 5 ქულა კი საჯარიმოებით მოიპოვა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა პაოლო ბანკერომ დააგროვა (24) და თანაც ის ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლის გაკეთება შეძლო (10 მოხსნა).
ორლანდო მეჯიქი 2 დღეში სტუმრად, ფილადელფია სიქსერს ეთამაშება.