Belive

გოგა ბითაძეს შეტევაში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა | ორლანდო მინესოტასთან დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ დაპირისპირებაში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" დასავლეთ კონფერენციის ლიდერ "მინესოტა ტიმბერვულვზთან" 113:92 დამარცხდა.

"ორლანდომ" პირველი ტაიმი დიდი ანგარიშით წააგო 67:37, რომელმაც საბოლოოდ მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ცენტრი, მან პარკეტზე 16:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა (3 ნასროლი ბურთიდან 1 ზუსტი იყო, 33.3%), 6 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 ბლოკი, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში საუკეთესო "ვულვზის" კალათბურთელი კარლ-ენტონი თაუნსი იყო 28 ქულით, 6 მოხსნით და 3 ჩაჭრით, მეორე ყველაზე კარგი შედეგი რუდი გობერს ჰქონდა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა 21 ქულა და 12 მოხსნა. გოგას თანაგუნდელებიდან საუკეთესო მორის ვაგნერი იყო 21 ქულით და 8 მოხსნით.

"ორლანდო მეჯიქს" 37 ჩატარებული მატჩის შემდეგ 21 მოგება და 16 მარცხი აქვს, ამ შედეგით გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა.

სხვა სტატიები