გოგა ბითაძე ძირითად შემადგენლობაში იყო | ორლანდო მეჯიქი ატლანტასთან დამარცხდა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "ატლანტა ჰოუქსთან" 109:92 დამარცხდა.
გოგა ბითაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მან 18:30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (5-დან 1 ბურთი ჩააგდო, 20%), 5 მოხსნა, 2 ასისტი და 3 ბლოკი დააგროვა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი დეჟონტე მიურეი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა, მას 25 ქულა, 11 ასისტი და 9 მოხსნა ჰქონდა, "ატლანტას" რიგებიდან 21 ქულით და 10 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯეილენ ჯონსონს.
ქართველი კალათბურთელის თანაგუნდელმა და უშუალოდ გოგა ბითაძის პოზიციაზე მოთამაშე ვენდელ კარტერ ჯუნიორმა ორმაგი დუბლი მიითვალა, მას 18 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 26 წაგებით მე-8 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 28 თებერვალს "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.