Belive

ორლანდომ ბოლო წამზე მოიგო | გოგა ბითაძემ 7 ქულა ჩააგდო

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 115:112, ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მატჩში 17:48 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა შეიდონ შარპიმ ჩააგდო, 28 ქულა პაოლო ბანკეროს ჰქონდა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 5 მოგებით და 6 მარცხით მე-11 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 13 ნოემბერს, ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები