Belive

გოგა ბითაძეს კარგი მატჩი ჰქონდა | ორლანდომ დეტროიტი დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში გოგა ბითაძის ორლანდო "მეჯიქმა" დეტროიტი დიდი სხვაობით 123:91 დაამარცხა.

კარგი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, მან თითქმის 28 წუთში 13 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა ჰქონდა, 4 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა გოგას თანაგუნდელ ფრანც ვაგნერს ჰქონდა. ასევე კარგი თამაში ჩაატარა ისევ ორლანდო "მეჯიქის" კალათბურთელმა პაოლო ბანჩერომ, რომელმაც 24 ქულა დააგროვა.

22 ჩატარებული მატჩის შემდეგ, გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზეა 15 მოგებით და 7 წაგებით. შემდეგ მატჩს კი ორლანდო "მეჯიქი" კლივლენდ "კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები