ორლანდომ შარლოტს მოუგო | ბითაძეს მატჩში ყველაზე მეტი დაფარება ჰქონდა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,შარლოტ ჰორნეტსს'' უმასპინძლა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 102:86 დაამარცხა.
ფლორიდელთა ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც არასრულ 18 წუთში 1 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება (ყველაზე მეტი ორივე გუნდის შემადგენლობაში) და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გოგამ მატჩში მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და თამაშიდან 4 ტყორცნა ვერ გამოიყენა.
,,ორლანდოს'' რიგებში 24 ქულით, 8 მოხსნით, 6 პასითა და 1 დაფარებით პაულო ბანკერო გამოირჩა. ,,შარლოტს'' 19 ქულით, 8 მოხსნით, 4 ასისტითა და 1 ჩაჭრით მაილს ბრიჯესმა ულიდერა.
,,მეჯიქი'', რომელიც 27 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს 21 თებერვალს, ,,ატლანტა ჰოუკსთან'' სტუმრად გამართავს.
Goga Bitadze said NOPE pic.twitter.com/iaP93Azrtc
— Orlando Magic (@OrlandoMagic) February 13, 2025