Belive

18 ქულა და 13 მოხსნა - გოგა ბითაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ორლანდოსა" და "მაიამის" დაპირისპირება შედგა. ორლანდოში გამართული დრამატული მატჩი, მასპინძლების გამარჯვებით 121:114 დასრულდა.

"ორლანდოს" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო გოგა ბითაძემ, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველმა ლეგიონერმა 18 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სხვა სტატიები