Belive

გოგა ბითაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის 26-ე შეხვედრაში, "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ კედლებში "ფინიქს სანსი" მიიღო და მეტოქე 115:110 დაამარცხა. ეს ორლანდოსთვის მე-17 გამარჯვება იყო სეზონში.

მასპინძლებმა ქართველი ცენტრის დამსახურებით მოიგეს. გოგა ბითაძეს მიმდინარე სეზონის უდავოდ საუკეთესო მატჩი ჰქონდა - გოგამ პარკეტზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 21 ქულის, 16 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. გოგა ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა, მასზე მეტი ქულა კი მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა ჯეილენ საგსმა (26) და ფინიქსის დევინ ბუკერმა (25) დააგროვეს. ბითაძემ 15-დან 8-ჯერ ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, საჯარიმოს ხაზზე კი 6-ჯერ დადგა და 5 სროლა ზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 113:110-ზე ბოლო ბურთი სწორედ ქართველმა ჩააგდო და ამით შეხვედრას ინტრიგა მოუკლა.

ორლანდოს შემდეგი მატჩი 2 დღეში, სტუმრად, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ექნება.

სხვა სტატიები