Belive

გოგა ბითაძე ნიუ იორკ ნიქსის სამიზნეა

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

"ნიუ იორკ ნიქსს" მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს, გუნდს მიტჩელ რობინსონი კიდევ ერთი ტრავმის გამო დააკლდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალათბურთელი 8-10 კვირას გამოტოვებდა, მას შემდეგ რაც მან მარჯვენა ტერფის ოპერაცია გაიკეთა. მაგრამ როგორც The Atheltic-ის სპორტული ჟურნალისტი შამს ჩარანია იტყობინება, მოლოდინი არის, რომ ის გამოტოვებს რეგულარული სეზონის დარჩენილ ნაწილს.

"ნიუ იორკ ნიქსი" აქტიურად ეძებს რობინსონის შემცვლელს, ერთ-ერთი კანდიდატურა კი, რომელმაც შესაძლოა "ნიქსის" კალათბურთელი ჩაანაცვლოს გოგა ბითაძეა, როგორც სპორტული გამოცემა Hoops habit იტყობინება, ქართველი ცენტრი გუნდისთვის #3 სამიზნეა.

გოგა ბითაძეზე გამოცემა წერს, რომ:

"გოგა ბითაძე შესანიშნავად ავსებდა ცენტრის პოზიციას "ორლანდო მეჯიქის" შემადგენლობაში, როდესაც ძირითადის მოთამაშე ვენდელ კარტერ უმცროსმა ხელის მოტეხილობისთვის ოპერაცია გაიკეთა. ქართველმა კალათბურთელმა ძირითადში კარტერის ნაცვლად 20 თამაში დაიწყო, საშუალოდ გოგა მატჩში 24.2 წუთს ატარებდა, 8.3 ქულას, 7.1 მოხსნას და 1.9 ბლოკს აგროვებდა. მას ასევე სეზონში 40 ბლოკი აქვს და 10 თამაშში მინიმუმ 2 ბლოკი, მათ შორის ექვს შეხვედრაში სამი ან მეტი.

24 წლის ცენტრს "ორლანდო მეჯიქთან" კონტრაქტი 2024/25 წლების სეზონის ბოლომდე აქვს. მას შეუძლია სეზონის დარჩენილ ნაწილში "ნიუ იორკ ნიქსის" ძირითადი ცენტრი გახდეს.

ნიუ იორკული გუნდისთვის #2 სამიზნე მო ბამბაა "ფილადელფია 76"-დან.

#1 კანდიდატურა კი, რომელიც შესაძლოა "ნიქსმა" ცენტრის პოზიციაზე დაიმატოს აიზია ჯექსონია.

სხვა სტატიები