Belive

გოგა ბითაძის მე-4 ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში | ორლანდომ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ფინიქს სანსი" 109:99 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მატჩში 31:09 წუთი ითამაშა, რა დროშიც მიმდინარე სეზონში, ქულების მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა, ქართველ ცეტრს 17 ქულა (8-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება ჰქონდა.

შეხვედრაში ორმაგი დუბლი მხოლოდ გოგა ბითაძეს ჰქონდა.

მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო, 20 ქულა მიითვალა ენტონი ბლექმა.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 9 მოგებით და 6 მარცხით მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 21 ნოემბერს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები