საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარიას მოუგო
4 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა, ევრობასკეტის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა. ქართველებმა შვეიცარიელ თანატოლებს 96:81 მოუგეს.
ჩვენი გუნდის რიგებში, 20-ქულიან ზღვარს სამმა მოთამაშემ გადააბიჯა. ყველაზე შედეგიანი, 23 ქულით, თენგო გოგიშვილი იყო. ალექსანდრე დაუშვილმა 22 ქულა დააგროვა, ხოლო ავთანდილ ბახტაძემ შვეიცარიას 20 ქულა ჩაუგდო.
2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ერთი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. პირველ ტურში კოტე ტუღუშის გუნდი ავსტრიასთან (78:89) დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელები მომდევნო მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან, მეოთხედფინალში პირველ და მეორე ადგილზე გასულები ითამაშებენ.