Belive

გიორგი შერმადინს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა - ტენერიფე დამარცხდა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) მე-3 ტურის შეხვედრაში "ტენერიფე" "ბარსელონასთან" 91:95 დამარცხდა.

გიორგი შერმადინმა მატჩში 18:56 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველი კალათბურთელი ამ მაჩვენებლით მხოლოდ ერთ კალათბურთელს ჩამორჩა.

გიორგიზე მეტი 21 ქულა "ბარსელონას" რიგებიდან ნიკოლას ლაპროვიტოლას ჰქონდა.

"ტენერიფე" ლიგა ენდესას ცხრილში 2 ქულით მე-9 პოზიციაზეა (1 მოგება, 1 მარცხი). მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 16 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე როდოსის "კოლოსის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები