Belive

გიორგი შერმადინს კარგი მატჩი ჰქონდა | ტენერიფემ პალენსია დაამარცხა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის 27-ე ტურის მატჩში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" "პალენსია" დიდი ანგარიშით 68:89 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრაში 20:19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა.

ყველაზე შედეგიანი მატჩში კაილ გაი იყო 25 ქულით. მარსელინიო უერტასმა კი 10 ქულით და 11 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა.

"ლენოვო ტენერიფე" 17 მოგებით და 10 მარცხით ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-4 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 3 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში თურქული "ტოფას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები