Belive

ტენერიფე ბასკონიასთან დამარცხდა | გიორგი შერმადინს კარგი მატჩი ჰქონდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ბასკონიამ ტენერიფე 89:79 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 26:08 წუთი ითამაშა, რა დროშიც 20 ქულა (7-დან 7 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველი შეხვედრაში მეორე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.

მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ტიმოთე ლუვავუ-კაბარომ ჩააგდო.

ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-2 ადგილზეა (4 მოგება, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 8 ნოემბერს, სან პაბლო ბურგოსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები