გიორგი შერმადინმა MVP-ის ტიტული თვითმფრინავში მიიღო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგის MVP-ის ტიტული მეორედ მოიგო. "ტენერიფეს" ცენტრმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მაჩვენებლები 22:07 წუთი, 14.4 ქულა, 5.4 მოხსნა და 1.2 პასი იყო.
საინტერესოა, რომ გიორგი შერმადინს დამსახურებული ჯილდო თვითმფრინავით მგზავრობისას 11 000 მეტრის სიმაღლეზე გადასცეს.