Belive

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ჯო ტომასონის გუნდი დაამარცხა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, ლიგა ენდესაში მე-5 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც "ტენერიფემ" "გრან კანარია" 84:74 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 16:03 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო) ჩააგდო და 3-ჯერ ბურთი მოხსნა. საქართველოს სახელით მოასპარეზე ჯო ტომასონი, რომელიც "გრან კანარიაში" ასპარეზობს 15:01 წუთი ითამაშა, ჩააგდო 9 ქულა (3-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო) ჩააგდო და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ორმაგი დუბლი გაიფორმა და ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო მარსელინიო უერტასმა - 19 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა.

მომდევნო შეხვედრას "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "სენტ კვენტინის" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 29 ოქტომბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები