Belive

გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი | ტენერიფემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის 25-ე ტურის მატჩში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" "მორაბანკ ანდორა" 66:79 დაამარცხა.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, გიორგი შერმადინმა 28:05 წუთი ითამაშა რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა, მან 23 ქულა (11-დან 9 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 ასისტი, 4 ბლოკი დააგროვა. გიორგი მატჩის MVP გახდა.

კაილ გაის 17 ქულა ჰქონდა, მარსელინიო უერტასს 14.

"ლენოვო ტენერიფე" 15 მოგებითა და 10 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე "პერისტერის" დაუპირისპირდება, მატჩი 19 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები