Belive

შერმადინის შედეგიანი მატჩი | ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ტენერიფემ" ბერძნული "პერისტერი" საკუთარ კედლებში, ანგარიშით 97:93 დაამარცხა.

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებისა და ტენერიფეს ცენტრმა გიორგი შერმადინმა. მან პარკეტზე 26 წუთი გაატარა და ამ დროში 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ მხოლოდ ერთხელ გააფუჭა თამაშიდან ნასროლი ბურთი, 8-დან 7 შემთხვევაში ზუსტი იყო საშუალო დისტანციიდან, ხოლო 9-დან 7-ჯერ ჩააგდო საჯარიმოს ხაზიდან.

ტენერიფეს გამარჯვება სამეულის - კაილ გაის, მარსელო უერტასისა და გიორგი შერმადინის დიდებული თამაშის დამსახურებაა. გაი ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო მექულე გახდა - 34 ქულით, უერტასმა კი 27 ქულას მოუყარა თავი და მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგი დუბლის შესრულებამდე.

ფინალში ტენერიფეს მეტოქის ვინაობა "მურსიასა" და "უნიკახას" შორის გაირკვევა.

სხვა სტატიები