Belive

ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ტენერიფე რიტასთან 69:87 დამარცხდა.

გიორგი შერმადინმა შეხვედრაში 21:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში 29 ქულით საუკეთესო იყო ჯერიკ ჰარდინგი, ტენერიფეს რიგებიდან კი 21 ქულით გამოირჩა მარსელინიო უერტასი.

აღნიშნული მარცხით ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა და ბრძოლას მესამე ადგილისთვის გააგრძელებს, მათი მეტოქე უნიკახასა და აეკს შორის დამარცხებული იქნება. მომდევნო შეხვედრას კი ტენერიფე ACB ლიგის ეგიდით ხოვენტუტ ბადალონას წინააღმდეგ 9 მაისს გამართავს.

სხვა სტატიები