შერმადინმა უნიკახას 14 ქულა ჩაუგდო | ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგა მეოთხეზე დაასრულა
5 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანური დაპირისპირება შედგა. უნიკახამ ტენერიფეს 85:80 მოუგო და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა, გიორგი შერმადინის ტენერიფე კი, შესაბამისად, მეოთხეა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი გაატარა და საკუთარი გუნდიდან, ქულების რაოდენობით, მხოლოდ პატი მილსს ჩამორჩა (23 ქულა). ქართველმა საკუთარ გუნდს 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. გიორგიმ თამაშიდან 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო.
ტენერიფეს ესპანეთის ლიგა ენდესაში ჩასატარებელი 5 მატჩი დარჩა - შერმადინის გუნდი მეექვსე ადგილზეა და იმ ზონაშია, საიდანაც ჩემპიონობის შანსი ექნება (პლეი ოფს პირველი 8 გუნდი ითამაშებს).
🏀 Final en Badalona (85-80)
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) May 9, 2026
💛🖤 #VamosCanarias pic.twitter.com/zxe8ZQs2ox