Belive

გიორგი შერმადინის კარგი მატჩი | ტენერიფემ ბასკონია დიდი ანგარიშით დაამარცხა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ლიგა ენდესას 21-ე ტურის მატჩში "ლენოვო ტენერიფემ" "ბასკონია" დიდი ანგარიშით 95:78 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 21:58 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკი ჰქონდა. ქართველ კალათბურთელს 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 6 საჯარიმო სროლა.

მატჩში ყველაზე მეტი 18 ქულა გიორგი შერმადინის თანაგუნდელს მარსელო უერტასს ჰქონდა.

ქართველი კალათბურთელის გუნდი 12 მოგებით და 9 მარცხით მე-6 პოზიციაზე, შემდეგ შეხვედრას კი "ბასკეტ სარაგოსას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 10 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები