გიორგი შერმადინის 9 ქულა ბასკონიასთან | ტენერიფემ გაიმარჯვა
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ლიგა ენდესას 28-ე ტურში "ბასკონიამ" "ტენერიფეს" უმასპინძლა და 89:93 დამარცხდა. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მასპინძლები 4 ქულით წინ იყვენ, თუმცა ტენერიფემ მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლო, 26:18 მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც დაიტოვა.
ტენერიფეს შემადგენლობაში ითამაშა გიორგი შერმადინმა, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა და ამ დროში 9 ქულის, 6 მოხსნის, 1 ასისტისა და 1 დაფარების დაგროვება შეძლო. გიორგიმ 7 მცდელობიდან 4-ჯერ ჩააგდო, ერთხელ კი საჯარიმო ხაზზე დადგა და ზუსტი აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრების ახალწვეულს, კამარ ბოლდუინს ტრავმა აქვს, ბასკონიას შემადგენლობაში მან ეს თამაში სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა.
ტენერიფე 22 მოგებით და 6 წაგებით ცხრილის მეორე ადგილზეა და პლეი ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს.