Belive

გიორგი შერმადინის 20 ქულის მიუხედავად ტენერიფე დამარცხდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" საშინაო არენაზე, ცხრილის სათავეში მყოფი "ბარსელონას" წინააღმდეგ დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, დასკვნით მეოთხედში ქართველი ლეგიონერის გუნდმა ანგარიში 4-ჯერ გაათანაბრა, თუმცა წინ გასვლა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ "ტენერიფე" 4 ქულით, ანგარიშით - 83:87 დამარცხდა. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 26 წუთი და 18 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 20 ქულით, 6 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. მომდევნო შეხვედრას "ტენერიფე" სტუმრად, 4 თებერვალს, "ბამბერგის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს.  

სხვა სტატიები