Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს, პირველი მატჩი ჩვენს ნაკრებს დანიის წინააღმდეგ აქვს, შეხვედრა 23 თებერვალს 21:30 საათზე დანიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ალექსანდრ ძიკიჩმა, საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ცნობილია ისიც, რომ NBA-ში მოთამაშე ქართველები საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმარებიან, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს კაპიტანი - თორნიკე შენგელია.

გაფართოებული შემადგენლობა

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ბექა ბურჯანაძე, რომელიც ესპანურ "კორუნაში" თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები თებერვალში ორ მატჩს გამართავს, როგორც უკვე გითხარით დანიასთან შეხვედრა 23-შია დაგეგმილი, მეორე მატჩს კი ჩვენი ნაკრები სერბეთთან ამ თვის 26 რიცხვში 21:00 საათზე გამართავს, დაპირისპირება სპორტის სასახლეში გაიმართება.

სხვა სტატიები