Belive

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ACB ლიგის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეხუთედ, კარიერაში კი მეექვსედ შეიყვანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გარდა, ხუთეულში, ასევე, ფაკუნდო კამპაცო (რეალი), ანდრეს ფელისი (ხუვენტუტი), მარკუს ჰოვარდი (ბასკონია) და დილან ოსეტკოვსკი (უნიკახა) მოხვდნენ.

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში საშუალოდ 11.9 ქულას, 5 მოხსნასა და 1.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ქართველი ცენტრის გუნდმა რეგულარულ სეზონში 21 მოგებითა და 13 მარცხით მე-6 ადგილი დაიკავა. ,,ტენერიფე'' პლეი-ოფში ,,ბარსელონას'' შეხვდება.

სხვა სტატიები