გაცვლა შედგა | ტრეი იანგი ვაშინგტონში ითამაშებს, ატლანტამ 2 კალათბურთელი მიიღო
NBA-ში მორიგი საინტერესო და თან ცოტა გასაკვირი გაცვლა განხორციელდა, როგორც ESPN-ის რეპორტიორი შამს ჩარანია იტყობინება, ატლანტა ჰოუქსმა და ვაშინგტონ უიზარდსმა კალათბურთელები გაცვალეს, კერძოდ კი 4-გზის ALL STAR-ის მონაწილე - ტრეი იანგი ვაშინგტონში გადავიდა, ხოლო ატლანტამ სი ჯეი მაკალუმი და კორი კისპერტი მიიღო.
BREAKING: TRAE YOUNG HAS BEEN TRADED TO THE WIZARDS, per @ShamsCharania 🚨🚨🚨 pic.twitter.com/Q5WcZyJJpM
— Bleacher Report (@BleacherReport) January 8, 2026
27 წლის გამთამაშებელმა - ტრეი იანგმა, ატლანტა ჰოუქსში საკუთარი კვალი დატოვა. კერძოდ, იგი ამ კლუბის ფრენჩაიზის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტია (4,837) და ასევე საუკეთესო 3-ქულიანების მსროლელი (1,295), ხოლო კლუბის ისტორიაში მეექვსე საუკეთესო მექულე (12 413 ქულით).
Trae Young leaves the Hawks as the all-time franchise leader in assists (4,837) and 3-PT FG (1,295).
— NBA on ESPN (@ESPNNBA) January 8, 2026
Made his mark in Atlanta 🔥 pic.twitter.com/t3p3uJ1NuC
შეგახსენებთ, რომ ტრეი იანგი 2018 წლის დრაფტის პირველი რაუნდის მე-5 პიკია, მას შემდეგ კი იგი სწორედ ატლანტაში თამაშობს და ამ კლუბის ერთგული იყო. სწორედ მის კარიერაში პირველად, ტრეი იანგი სხვა კლუბში თამაშს გამოცდის.