Belive

Forbes - მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

6 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

უკვე ზედიზედ მე-3 წელია, რაც პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია.

Forbes-ის მონაცემებით, წელს პორტუგალიელის შემოსავალმა (ხელფასი, პრიზები, პრემიები, სპონსორებისგან მიღებული ანაზღაურება, კომერციულ პროექტებში მონაწილეობა) 275 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ფეხბურთელებს შორის ყველა დროის რეკორდია, სპორტსმენებს შორის კი მე-3 შედეგია (მხოლოდ ფლოიდ მეივეზერს ჩამორჩება, ლეგენდარულმა მოკრივემ 2015 წელს - 300 მილიონი დოლარი იშოვა, 2018 წელს - 285).

50 ყველაზე მაღალანზღაურებადი სპორტსმენის შემოსავალმა ერთად 4,23 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის რეკორდზე (3,88 მილიარდი დოლარი) 350 მილიონით მეტია.

საინტერესოა, რომ მოედნის გარეთ ყველაზე მაღალი - 100-100-მილიონიანი შემოსავალი სტეფ კარისა და შოჰეი ოტანის (ბეისბოლი) ჰქონდათ. იაპონელი ბეისბოლისტი 20 კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის New Balance-სთან, Hugo Boss-თან, Porsche Japan-თან, Mitsubishi Bank-თან, Japan Airlines-თან და Seiko-სთან.

Top 50-ეულში სულ 7 სპორტის წარმომადგენელია, ყველაზე მეტი, 16 სპორტსმენი კი კალათბურთიდანაა.

ყველაზე მაღალანზღაურებადი სპორტსმენების Top ათეული ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 275 მილიონი დოლარი

  2. სტეფ კარი (კალათბურთი) - 156 მილიონი დოლარი

  3. ტაისონ ფიური (კრივი) - 146 მილიონი დოლარი

  4. დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი) - 137 მილიონი დოლარი

  5. ლეო მესი (ფეხბურთი) - 135 მილიონი დოლარი

  6. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 133,8 მილიონი დოლარი

  7. ხუან სოტო (ამერიკული ფეხბურთი) - 114 მილიონი დოლარი

  8. კარიმ ბენზემა (ფეხბურთი) - 104 მილიონი დოლარი

  9. შოჰეი ოტანი (ბეისბოლი) - 102,5 მილიონი დოლარი

  10. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 101,4 მილიონი დოლარი

სხვა სტატიები