ლებრონ ჯეიმსის 23-ე სეზონი დაიწყო | ლეიკერსმა იუტა დაამარცხა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა იუტა ჯაზი 140:126 დაამარცხა.
მატჩში 37 ქულით საუკეთესო იყო ლუკა დონჩიჩი, სლოვენიელმა 10 შედეგიანი გადაცემაც გაიფორმა და ორმაგი დუბლი მიითვალა.
შეხვედრა გამორჩეული იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორით, მიმდინარე სეზონში ლებრონ ჯეიმსმა პირველი, სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ეს სეზონი მისთვის 23-ეა და სარეკორდოა. ლეგენდარულმა კალათბურთელმა ამ შედეგით ასევე ლეგენდარულ ვინს კარტერს გადაასწრო.
ლებრონმა 29:37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
იუტა ჯაზიდან ყველაზე მეტი 34 ქულა კეიონტი ჯორჯმა ჩააგდო.