Belive

,,ვნახოთ, რომელი აჯობებს - გამოცდილება თუ საკუთარი დარბაზი'' - ქართველები ფინეთთან მატჩის წინ

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, ბექა ბურჯანაძემ და კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ, ფინეთთან გასამართ მატჩზე ისაუბრეს:

ბექა ბურჯანაძე - პირველ რიგში, განწყობა ძალიან კარგია. პირველი ვარჯიში ჩავატარეთ, ვიტყოდი, რომ საკმაოდ წარმატებულად. ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი გვყავს, პირველი ვარჯიშიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საუბარი რთულია, მაგრამ ეტყობა, რომ მაღალი დონის მოთამაშეა. ძალიან დაგვეხმარება, ჩემი აზრით, ის არის, რაც ამ თამაშებში გვჭირდება.

ასევე, თოკოს მოუთმენლად ველოდებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განწყობა ძალიან კარგია და მზად ვართ!''

ვლადიმერ ბოისა - ფინეთთან ძალიან მძიმე თამაში გველის. ჰელსინკიში ვთამაშობთ, სადაც მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ. მეტოქე თავისუფლად ითამაშებს, რადგან ევროპის ჩემპიონატი ფინეთშია და უკვე გასულები არიან. ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, უნდა ვცადოთ, რომ ორივე შეხვედრა მოვიგოთ.

მაინც ვფიქრობ, რომ გამოცდილება ჩვენს მხარესაა, თუმცა ისინი სახლში თამაშობენ და ვნახოთ, რომელი აჯობებს - საკუთარი დარბაზი თუ გამოცდილება.'' -

დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთს ესტუმრება, მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს 2 ტურის შემდეგ 2 წაგება აქვს და ჯგუფის მე-4 პოზიციაზეა, ფინეთი კი 1 მოგებითა და 1 მარცხით მე-2 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები