FIBA-ს ახალი პრეზიდენტი შეიხი საუდ ალი ალ თანი გახდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე მანილაში FIBA-ს XXII კონგრესი ჩატარდა, სადაც ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. შეიხი საუდ ალ თანი მის საქმიანობას 2027 წლამდე შეასრულებს.
The XXII FIBA Congress has elected a new President and members of the Central Board for the upcoming 2023-2027 cycle in Manila today.https://t.co/2sxn1n6t7H
— FIBA Media (@FIBA_media) August 23, 2023
აღსანიშნავია,რომ ალ თანიმ მალელი ჰამანე ნიანგი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების გამო გადადგა.
"ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის, კატარისა და აზიისთვის საკმაოდ საპასუხისმგებლოა. ახლა მე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 212 ეროვნული ფედერაციის ინტერესებს წარმოვადგენ. კალათბურთი გლობალური სპორტია და ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა. დღეს მხოლოდ ერთი დაპირების გაცემა შემიძლია. ხელმძღვანელებთან და მთელ ცენტრალურ საბჭოსთან ერთად კალათბურთისა და FIBA-ს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ. - შეიხი საუდ ალ თანი
შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ზუროსის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.