მორიგი ისტორიული მიღწევა - სტეფ კარი NBA-ს ახალი რეკორდსმენია
NBA-ს რეგულარული სეზონის 53 ტურის დაპირისპირებაში, "გოლდენ სტეიტმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით 125:130 დამარცხდა.
ორივე გუნდის შემადგენლობიდან პარკეტზე საუკეთესო სტატისტიკა სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომლის ანგარიშზეც 41 ქულა (9 ჩაგდებული სამქულიანი), 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ამ დიდებული მატჩით, სტეფ კარიმ NBA-ს ახალი, რეკორდული მიღწევა დააფიქსირა.
კერძოდ კი, სტეფ კარი NBA-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ 4 შეხვედრაში შეძლო 7+ სამქულიანის ჩაგდება.
Stephen Curry writes history yet again ✍️ pic.twitter.com/2JCdRUc8Pg
— Golden State Warriors (@warriors) February 15, 2024
სტეფმა გასულ მატჩში კლიპერსს 7 სამქულიანი ჩაუგდო, იქამდე კი მიჯრით 3 მატჩში: "იუტას" წინააღმდეგ 7-სამქულიანი, "ფინიქსის" წინააღმდეგ 9, ხოლო "ინდიანას" წინააღმდეგ 11-სამქულიანის ჩაგდება შეძლო.