ევროლიგის 2023/2024 წლების სეზონის MVP მაიკ ჯეიმსი გახდა
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
"მონაკოს" 33 წლის კალათბურთელი - მაიკ ჯეიმსი, ევროლიგის 2023/2024 წლების სეზონის MVP გახდა. მან ეს ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.
"მონაკომ" ევროლიგის მიმდინარე სეზონი 1/4-ფინალში "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ დაასრულა, სადაც ფრანგული კლუბი დაძაბულ, 5-მატჩიან სერიაში 2:3 დამარცხდა.
მაიკ ჯეიმსს კი მიმდინარე სეზონში საშუალოდ - 17.9 ქულა, 4.1 მოხსნა, 5.1 შედეგიანი გადაცემა, 1.2 ჩაჭრა და 19.4 მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მაიკ ჯეიმსი მიმდინარე სეზონში ევროლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულეც გახდა.