Belive

ვირტუსის მორიგი მარცხი ევროლიგაზე - თორნიკე თავის გუნდში საუკეთესო იყო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "მონაკოს" ესტუმრა და 101:85 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ბოლონიელებს ევროლიგაში მატჩი არ მოუგიათ (4-დან 4 წაგება).

თორნიკე შენგელიამ შეხვედრაში 29:03 წუთი ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, მან ამ დროში 17 ქულა (10-დან 5 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო) ჩააგდო, 5-ჯერ ბურთი მოხსნა და 3 ასისტი გააკეთა.

ქართველზე კარგი შეხვედრა მონაკოელთა კალათბურთელებს ელი ოკობოს 20 და მაიკ ჯეიმსს 19 ქულა ჰქონდათ.

"ვირტუს ბოლონიას" ევროლიგის მიმდიანარე სეზონში 4-დან 4 წაგება აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი სერია A-ს ეგიდით 20 ოქტომბერს, 20:15 საათზე "ტორტონას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები