16 წლის მათე ხატიაშვილი ბასკონიამ ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
16 წლის ქართველი კალათბურთელი მათე ხატიაშვილი ბასკონიამ ევროლიგის განაცხადში შეიყვანა. ესპანურმა გუნდმა ახალგაზრდა მოთამაშე სეზონის დასაწყისში ასაკობრივი გუნდიდან ძირითადში დააწინაურა და აქამდე ესპანეთის ჩემპიონატის განაცხადშიც მოხვდა.
ქართველი გამთამაშებელი ბასკონიას განაცხადში 30 ნომრითაა წარმოდგენილი. ესპანური გუნდი ევროლიგის ახალ სეზონს დღეს იწყებს, მათი პირველი მეტოქე ბერძნული ოლიმპიაკოსია, შეხვედრა 22:30 საათზე დაიწყება. ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში პირველ მატჩს კი 5 ოქტომბერს ბასკეტ სარაგოსას წინააღმდეგ ჩაატარებს.