,,ფინეთი თუ საქართველო? ვინ ჩაწერს საკუთარ სახელს ისტორიაში?'' - ფიბა
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევრობასკეტის 1/4-ფინალში გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა სერბეთისა და საფრანგეთის შეხვედრას ელოდა, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, სერბეთი ფინეთმა გააგდო, მე-2 დღეს კი, საფრანგეთს საქართველოს ნაკრებმა მოუგო და ტურნირიდან გამოთიშა.
შესაბამისად, ნახევარფინალის საგზურისთვის ფინეთი და საქართველო იბრძოლებენ. მომავალ მატჩს ფიბას ვებგვერდი საინტერესო სტატიით ეხმაურება:
,,ამ დაპირისპირებას არავინ ელოდა, მაგრამ, მოხარულები ვართ, რომ ასე მოხდა.
სერბეთთან და საფრანგეთთან შოკისმომგვრელი მატჩების შემდეგ, ფინეთისა და საქართველოს შეხვედრას მოუთმენლად ველით. გიჟური ვნება, ორი კარგი აუტსაიდერის ისტორია და მაღალი ხარისხი პარკეტზე. ამ მატჩში სასწორზე ძალიან ბევრი რამ იდება.
თავდაპირველად, საკალათბურთო სამყარო შოკში ფინეთმა სერბეთის დამარცხებით ჩააგდო, მე-2 დღეს კი, მერვედფინალში შთამბეჭდავი გამარჯვება საქართველომ მოიპოვა. შედეგად, ტურნირს 2 ფავორიტი გამოეთიშა და ნახევარფინალში გასასვლელად საქართველო და ფინეთი იბრძოლებენ.
ცხადია, ეს ორივე გუნდისთვის ისტორიული წარმატება იქნება, რადგან აქამდე ნახევარფინალში არცერთ მათგანს არ უთამაშია. ფინეთმა მისთვის საუკეთესო შედეგი 1967 წელს დააფიქსირა, როცა ევრობასკეტზე მე-6 ადგილი დაიკავა, საქართველო კი Top 8 გუნდში პირველად მოხვდა.
ორივე გუნდის გამო, რომლებიც ისტორიის დაწერასთან ასე ახლოს არიან, ეს თამაში სამუდამოდ დაუვიწყარი უნდა იყოს. ლაური მარკანენი და კომპანია შენგელია-ბითაძე-მამუკელაშვილის ტრიოს წინააღმდეგ. ეს არის თამაში, რომლის გამოტოვებაც უბრალოდ არ შეიძლება.'' - წერს ფიბა
ევრობასკეტის მეოთხედფინალური შეხვედრა საქართველოსა და ფინეთს შორის ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, რიგაში გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.