ევრობასკეტი 2029 | მასპინძელი ქვეყნების ვინაობა ცნობილია
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
FIBA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევრობასკეტ 2029-ის ფინალური ფაზა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება, ჯგუფური ეტაპის მატჩები კი ევროპის 4 ქვეყანაში ჩატარდება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, 2029 წლის ევრობასკეტს ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია და ესტონეთი უმასპინძლებენ.
ჯგუფური ეტაპის მატჩები ოთხ ქვეყანაში (ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია და ესტონეთი) გადანაწილდება, პლეი-ოფის შეხვედრებს კი მხოლოდ ესპანეთი უმასპინძლებს. მერვედფინალები, მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი მადრიდში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა ევრობასკეტის ფინალს უკანასკნელად 2007 წელს უმასპინძლა. ფინალში ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები რუსეთთან დამარცხდა.