Belive

ევრობასკეტი 2025 | საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 13:30 საათზე გაიმართა. 32 ქვეყნის ნაკრები 8 კალათაში გადანაწილდა და გუნდები კონტინენტის პირველობის 24 საგზურისთვის ბრძოლას გააჩაღებენ.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები G-ჯგუფში სერბეთის, ფინეთისა და დანიის წინააღმდეგ იასპარეზებს. პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში გუნდები 2-2 მატჩს ითამაშებენ. მე-2 ფანჯრის თამაშები 2024 წლის 18-26 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ბოლო ფანჯარა 2025 წლის 17-25 თებერვალს გაიმართება.  

გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებშიც ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები იქნებიან, საგზურებს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და ფინეთის ჯგუფებიდან კი ამ გუნდებს დამატებული 2 საუკეთესო. თითოეული ჯგუფიდან ევრობასკეტ 2025-ის საგზურს 3 საუკეთესო მოიპოვებს. მაგალითისთვის, თუკი დავუშვათ ფინეთმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფის პირველ და მე-3 ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.           

სხვა სტატიები