Belive

დანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა ნესტვედ-არენაზე მსუბუქად ივარჯიშა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დანიის ქალაქ ნესტვედში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ასისტენტებთან ერთად ჩვენი გუნდის წევრები მსუბუქად ავარჯიშა. მოედანზე არ ყოფილა ხისტი მოქმედებები, არ იყო ორმხრივი კალათბურთი.  

ნაკრებში ამ ციკლში პირველად ივარჯიშა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც დანიაში ჩასულ ნაკრებს სასტუმროში დახვდა. ნაკრებს ვარჯიშის დროს შეუერთდა ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი, მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ნესტვედში მონაკოდან ჩამოვიდა.

ნესტვედ-არენა მულტიფუნქციური კომპლექსია, სადაც უმეტესად კონცერტები, საზოგადოებრივი შეკრებები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება. 15 მარტს ნესტვედ არენაზე ამერიკის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ელიან, რომელიც დაინტერესებულ დანიელებთან საჯარო შეხვედრას გამართავს.

gbf.ge

სხვა სტატიები