ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსის პრესკონფერენცია
3 წლის წინ
კალათბურთი
3 წთ
"ზუმში" გამართული პრესკონფერენციის დროს, ილიას ზუროსმა თად მაკფადენსა და ნაკრების ახალწვეულ, კონერ ფრენკაპზე ისაუბრა:
"მაკფადენს თებერვალში რთული გრაფიკი ჰქონდა, ითამაშა საკონტინენტთაშორისო თასზე, ესპანეთის ჩემპიონატსა და თასზე. ამ ეტაპზე ახალი ამერიკელი გამთამაშებლის ჩამოყვანა გადავწყვიტეთ. ფრენკაპი ნიჭიერი და მრავალმხრივი კალათბურთელია. კონერს კარგი ხასიათი აქვს და გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ერთი ოჯახია, კარგად შეეწყობა. კონერი 2021 წლის თებერვლის "ბაბლზე" სერბეთთან და ფინეთთან დაგვეხმარება - რთული სათქმელია ითამაშებს თუ არა ევრობასკეტ 2021-ზე." "თებერვლის "ბაბლის" ჩატარება თორნიკე შენგელიას გარეშე მოგვიწევს, რომელმაც ტრავმა მიიღო. შენგელია საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელია. ასევე ვერ დაგვემარებიან ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელები - შუა სეზონში NBA-დან არავინ არავის უშვებს. სანდრო მამუკელაშვილანალოგურ ვითარებაში იმყოფება. რატი ანდრონიკაშვილი კი ტრავმირებულია. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გიორგი შერმადინმა ჩამოსვლა შეძლო - შერმადინი სერბეთთან და ფინეთთან გასამარტი მატჩებისთვის ემზადება. ტრავმის მიუხედავად, ბექა ბურჯანაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს." ევრობასკეტის მასპინძლის სტატუსით ვსარგებლობთ და ტურნირზე ასპარეზობა გარანტირებული გვაქვს. მიუხედავად ამისა 4 მატჩი მოვიგეტ და ჯგუფიდან მაინც გავიდოდით. ეს ყველაფერი ექსპერიმენტების საშუალებას გვაზლევს. გვინდა ნაკრებს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შევაჩვიოთ. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩვენთან ერთად ისწავლონ ბრძოლა და გამარჯვება.“